ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა - მელია სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს, ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.

აღნიშნული მაშინ მოხდა, როცა ნიკა მელია მოსამართლეს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით, რომ „ის არის დავალების შემსრულებელი და რომ ის, როგორც მოსამართლე არ დაინტერესებულა თუ რატომ დააკავეს გუშინ უკანონოდ“.

"თქვენ ხართ თანამონაწილე. დაცვის ერთი რგოლი ხართ. უმნიშვნელო, ნაკლებად მნიშვნელოვანი თუ პირიქით, ეს არავინ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი ხართ, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება, აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა, რატომ გამიტაცა და რატომ დააზიანა მანქანაში ჩამონტაჟებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობები.

მეტიც, ხართ დროებით დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით. ეს ყველამ ვიცით. მომდევნო სამი წელიწადი დაგაკვირდებათ ჩინჩალაძე-მურუსიძე, მორჩილი იქნებით და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებებს“, - მიმართა მელიამ მოსამართლეს.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა, მელია სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. პარალელურად, პროცესზე დამსწრეებსა და მანდატურებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა და მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.

ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ნიკა მელია სასამართლო პროცესზე წყობილებიდან გამოვიდა, რის შედეგადაც მან მოსამართლეს წყალი შეასხა. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. "წყობილებიდან გამოვიდა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა აღნიშნული ჟესტი".

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება