„ჯორჯიან ეარვეისი“ - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ავიაკომპანიის მხრიდან არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია

„ჯორჯიან ეარვეისის” მენეჯმენტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაშია აღნიშნული, კერძო პირების ან ორგანიზაციების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ კონფიდენციალურია და კომპანიას მისი გაცემის უფლება არ აქვს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და მედიასივრცეში გავრცელებული არასწორი ინფორმაციიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ პროცედურები ჩარტერული რეისის შესრულებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი კერძო ან იურიდიული პირი, რომელსაც სურს ამა თუ იმ მიმართულებით ჩარტერული რეისის შეკვეთა, უკავშირდება ავიაკომპანიის კომერციულ დეპარტამენტს. დამკვეთი პირი თუ ორგანიზაცია ავიაკომპანიას აწვდის ინფორმაციას რეისის მიმართულების, სასურველი თარიღისა და დროის და თბილისიდან მგზავრების რაოდენობის და მათი მონაცემების შესახებ. შეთანხმების შემდეგ, წინასწარ ხდება რეისის ანაზღაურება. მგზავრს, რომელსაც აქვს შეკვეთილი და ანაზღაურებული ჩარტერული რეისი, აქვს უფლება უკანა გზაზე გამოამგზავროს მისთვის სასურველი პირი ან პირები. აღნიშნულთან დაკავშირებით ავიაკომპანიას ის ინფორმაციას არ უთანხმებს, რადგან ეს არის ჩარტერული რეისი, რომელიც სრულდება ამ კონკრეტული პიროვნების დაკვეთით. უკანა გზაზე გამოსამგზავრებელ პირებთან დაკავშირებით ყველა პროცედურა, მათ შორის, პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხები, არის საერთაშორისო აეროპორტის, საიდანაც სრულდება რეისი და აღნიშნულ აეროპორტში მოქმედი სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, მგზავრები ყველა შესაბამის პროცედურას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადიან.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ კერძო პირების ან ორგანიზაციების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს. „ჯორჯიან ეარვეისის” მენეჯმენტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ის შაბათს, 24 მაისს გაიტაცეს, თვალები აუხვიეს, ორი დღე თვალებახვეული ატარეს, შემდეგ, კი "აირზენას“ თვითმფრინავში აიყვანეს და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამოიყვანეს საქართველოში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე