ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი აგრძელებს მსოფლიოდან მოწოდებების იგნორირებას, რომ ცეცხლი შეწყვიტოს, მეტიც კვირაზე მეტია რუსები ვერ ახერხებენ ე.წ. “მემორანდუმის” წარმოდგენას

რუსეთი რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, რათა შემდეგმა პოტენციურმა შეხვედრამ შედეგები არ მოიტანოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჰაკან ფიდანთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შევხვდი. მადლობა გადავუხადე თურქეთსა და პრეზიდენტ ერდოღანს ჩვენი ძალისხმევების მხარდაჭერისთვის, მივაღწიოთ სამართლიან და მყარ მშვიდობას. კონკრეტულად კი, მათი დახმარებისთვის შეხვედრის ორგანიზებაში, რომელმაც შესაძლებელი გახადა რუსული ტყვეობიდან ათასი ჩვენი მოქალაქის გათავისუფლება. რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყველა უკრაინელის გათავისუფლება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

განვიხილეთ დიპლომატიური ძალისხმევები - როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი პარტნიორების. რუსეთი აგრძელებს მსოფლიოდან ყველა მოწოდების იგნორირებას, რომ ცეცხლი შეწყვიტოს და აგრძელებს თავის მკვლელობებს. მეტიც, კვირაზე მეტია რუსები ვერ ახერხებენ ე.წ. “მემორანდუმის” წარმოდგენას, რომლის მომზადებაზეც დაუყოვნებლივ 1000-1000-ზე გაცვლის შემდეგ დადეს პირობა. უკრაინას მათგან არავითარი დოკუმენტი არ მიუღია, არც თურქეთს. შეხვედრა რომ შინაარსიანი იყოს, მისი დღის წესრიგი ნათელი უნდა იყოს და მოლაპარაკებები სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული. სამწუხაროდ, რუსეთი რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, რათა შემდეგმა პოტენციურმა შეხვედრამ შედეგები არ მოიტანოს.

თურქეთთან ჩვენს თანამშრომლობას ვაფასებთ, რომლის მიზანია დიპლომატია ეფექტიანი გახადოს. მადლობელი ვართ თურქეთის ცხადი პოზიციისთვის - თანმიმდევრული და სრული მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის”,-წერს ზელენსკი.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე