ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების კანონპროექტის ავტორ სენატორებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების კანონპროექტის ავტორ სენატორებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

კერძოდ, კიევში რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების კანონპროექტის ავტორები, სენატორი ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატიული პარტია) ჩავიდნენ. ამ მომენტისთვის კანონპროექტს 100-დან უკვე 82 სენატორი უჭერს მხარს.

“ერთნაირი გაგება გვაქვს: რუსეთი ცდილობს დიპლომატია დაცინვის ობიექტად აქციოს - მოლაპარაკებებს საფარად იყენებს, მაგრამ ფრონტზე ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადება, ყოველდღიურად ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს ბომბავს, და ცეცხლის შეწყვეტისკენ ყველა მოწოდებას უარყოფს. სწორედ ამიტომ დამატებითი ზეწოლაა საჭირო. მადლობელი ვარ ინიციატივისთვის - ორპარტიულ სასანქციო კანონპროექტს უკვე 82 სენატორი უჭერს მხარს. განვიხილეთ ეს და სხვა ბერკეტები, რომლითაც შეგვიძლია რუსეთი მშვიდობისკენ ვაიძულოთ. გავაგრძელებთ ამაზე ერთად მუშაობას”, - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, გრემისა და ბლუმენტალის მიერ წარდგენილი სასანქციო კანონპროექტი ითვალისწინებს 500%-იანი ტარიფების შემოღებას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა