ირაკლი კობახიძე პოლიციელებს - სწორედ თქვენ მიგიძღვით ყველაზე დიდი დამსახურება იმაში, რომ დღეს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიო მასშტაბით

თქვენ პირველები დგახართ კანონის სადარაჯოზე, იცავთ საზოგადოებრივ წესრიგს, ებრძვით დანაშაულს და ზრუნავთ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ პოლიციელებს მიუძღვნით ყველაზე დიდი დამსახურება, რომ დღეს საქართველო, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავეა უსაფრთხოების მიმართულებით.

„დღეს აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს – დღეს, რომელიც თითოეული თქვენგანის პროფესიონალიზმს, პატრიოტიზმს და თავდადებას ეძღვნება.

გილოცავთ ამ დღეს და მადლობას გიხდით იმ უდიდესი საქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად აკეთებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

თქვენ პირველები დგახართ კანონის სადარაჯოზე, იცავთ საზოგადოებრივ წესრიგს, ებრძვით დანაშაულს და ზრუნავთ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებაზე. ეს სამსახური, პროფესიონალიზმთან ერთად, მოითხოვს განსაკუთრებულ სიმამაცეს, ერთგულებასა და მუდმივ მზადყოფნას, რისკზე წახვიდეთ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი.

თქვენი საქმიანობა ხშირად უხილავია ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ მისი შედეგები - მშვიდი გარემო, დაცული მოქალაქეები, სამართლიანობის განცდა - თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაში იგრძნობა.

სწორედ თქვენ მიგიძღვით ყველაზე დიდი დამსახურება იმაში, რომ დღეს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიო მასშტაბით.

ამ დღეს, განსაკუთრებული პატივით ვიხსენებთ იმ პოლიციელებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპნენ. მათი სახელები და საქმეები სამაგალითოდ დარჩება მომავალი თაობებისთვის. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ