ირაკლი კობახიძე სენატორი დეინსის ვიზიტზე - შეხვედრა თავისი არსით განსხვავდებოდა იმისგან, რაც წარსულიდან გვახსოვს, საუბარი იყო აბსოლუტურად ჯანსაღი კუთხით ურთიერთობების გადატვირთვაზე - რაც შეეხება ოპოზიციას, ღიმილისმომგვრელ მდგომარეობაშია

პრეზიდენტ ტრამპის წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ, მიხეილ ყაველაშვილისთვის 26 მაისის დღისადმი გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამერიკის საელჩოს საქართველოში დღემდე არ გამოუქვეყნებია თავის საიტზე პრეზიდენტ ტრამპის წერილი.

„2 წერილი გამოქვეყნდა, პირველი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გამოქვეყნებული და ჩვენი აღქმით, ეს წერილი ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, 26 მაისს ოპოზიციის აქციის გააქტიურებას. თუმცა, ნახეთ, რომ 3 000 კაცზე მეტი არ მივიდა მაქსიმალური მობილიზაციის პირობებში ამ აქციაზე, არც წერილმა უშველა და არც მაქსიმალურმა მობილიზაციამ. მოგვიანებით გამოქვეყნდა პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი წერილი, რომელიც გამოიგზავნა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ. ეს წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას. თუმცა, ასევე ხედავთ, რომ ამერიკის საელჩოს საქართველოში დღემდე, უკვე მე-4 დღეა თუ არ ვცდები, არ გამოუქვეყნებია თავის საიტზე პრეზიდენტ ტრამპის წერილი. როგორც თავადვე იტყოდნენ ხოლმე, ყველაფერი გასაგებია. ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გავაკეთო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკელი სენატორის სტივ დეინსის ვიზიტსაც გამოეხმაურა, რომელიც როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებასაც შეხვდა. ირაკლი კობახიძის თქმით, „ოპოზიცია ღიმილის მომგვრელ მდგომარეობაშია“.

„ოპოზიცია ღიმილის მომგვრელ მდგომარეობაშია, არ ვიცი ტყუილი რაში სჭირდებოდათ. თავად იცოდნენ, რომ სენატორს შეხვედრა ხელისუფლებასთანაც ჰქონდა დაგეგმილი. შეხვედრა თავისი არსით განსხვავდებოდა იმ შეხვედრებისგან, რომელიც ჩვენ გვახსოვს წარსულიდან. საუბარი იყო აბსოლუტურად ჯანსაღი კუთხით ურთიერთობების გადატვირთვაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ - საქართველოს ხელისუფლება სრულიად ღიაა კონსულტაციებისთვის. ჩვენ ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, რომ აშშ-თან, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება გვსურს, კონკრეტული გზამკვლევით. ამაზე მკაფიო შეთავაზება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეუძლებელია გაკეთდეს.

ამ პირობებში ბიუროკრატიაში ჩაბუდებული „დიფ-სთეითი“ გარკვეული ბარიერების შექმნას ცდილობს, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი „დიფ-სთეითზე“ გაიმარჯვებს და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განახლებას წინ ვერაფერი დაუდგება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია