პაატა მანჯგალაძე ნიკა მელიას დაკავებაზე - ივანიშვილის რეჟიმი არის შუშისფეხებიანი მონსტრი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადატყდეს - იმ ლიდერების იზოლაციას ცდილობს, ვინც შეიძლება ის ხალხთან ერთად გადატეხოს

ივანიშვილის რეჟიმის არის შუშისფეხებიანი მონსტრი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადატყდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

მაჯგალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის შეშინებული და დამალული, სწორედ ამიტომ ცდილობს ოპოზიციის ლიდერები დააკავოს და მათი პოლიტიკური პროცესებისგან იზოლაცია მოახდინოს.

„ივანიშვილის რეჟიმის არის შუშისფეხებიანი მონსტრი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადატყდეს. ამიტომ ცდილობს, ვინც შეიძლება ის გადატეხოს ხალხთან ერთად და აქტიური იყოს ამ ბრძოლაში, ამ ლიდერების იზოლაცია მოახდინოს. მის სამიზნეა გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე, ნიკა გვარამია და მამუკა ხაზარაძე. ივანიშვილი არის შეშინებული და დამალული“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობას და სენატორ სტივ დეინსის საქართველოში ვიზიტს, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ აშშ-ის, როგორც დემოკრატიის ფლაგმანის გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ არის მეტი დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები და პოლიტიკურ ლიდერებზე ძალადობის შეწყვიტა.

„როგორც სოციალურ მედიაში ხუმრობენ, ივანიშვილი ისე დაემალა ტრამპისა და რუბიოს წერილს, როგორც პატრული მოგიტანს 5000-ლარიან ჯარიმას და ხალხი ემალება მას. ამერიკა კვლავ დემოკრატიის ფლაგმანია მსოფლიოში. მათი გზავნილია მეტი დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები და შეწყვიტონ ძალადობა პოლიტიკურ ლიდერებზე. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება, ივანიშვილი კი- მეტი ძალადობა, მეტი რეპრესია, მეტი დაპატიმრება“, - განაცხადა მან.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება