პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ღამის გათენებას გეგმავენ

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დემონსტრანტები სკანდირებენ: “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” და ა.შ.აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

ადგილზე ასევე იმყოფებიან აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებიც, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ჩამოსხდნენ და პატიმრების ფოტოები დააწყვეს. მათი თქმით, ისინი პროტესტის ნიშნად სწორედ ამ ფორმით აპირებენ ღამის გათენებას.

ასევე, რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს მოგვიანებით, კვლავ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ყოფილ შენობასთან, შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდებიან.

უწყვეტი პროტესტის 184-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს