შს მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, პირველ მოადგილე როლანდ მესხთან ერთად, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებს, პოლიციელის დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა.

„გელა გელაძეს პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა, რეგიონებში განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების და დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს