რუსეთი ადასტურებს, რომ უკრაინამ აეროდრომებზე თავდასხმა განახორციელა, თუმცა "მოიგერიეს"

რუსეთი ადასტურებს, რომ უკრაინამ აეროდრომებზე თავდასხმა განახორციელა. კერძოდ, რუსეთმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დარტყმები განახორციელა ხუთ რეგიონში.

„ტელეგრამზე“ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ უკრაინამ განახორციელა, „ტერორისტული თავდასხმა“ მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანისა და ამურის რაიონებში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა თავდასხმა „მოიგერიეს“.

„დრონების გაშვების შედეგად აეროდრომების უშუალო სიახლოვეს მდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

უკრაინულ და დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) წყაროებზე დაყრდნობით, რომ ოპერაციის - "ობობის ქსელი“ - ორგანიზებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა და მას პირადად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აკონტროლებდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა