ადვოკატები „მოტაცების“ შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

ადვოკატები „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

ამ მოთხოვნით ადვოკატები გენერალურ პროკურატურას დღეს, ელექტრონული წესით მიმართავენ.

საქმე ეხება ბაჩიაშვილის განცხადებას, რომ ის „მოიტაცეს“.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ბაჩიაშვილის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მათ გლდანის მე-8 დაწესებულებაში, ბაჩიაშვილთან საბოლოო დეტალები გაიარეს.

„სამუშაო შეხვედრა გვქონდა, საბოლოოდ დავაზუსტეთ განცხადების შინაარსი, რომლითაც პროკურატურას ონლაინ დღესვე მივამართავთ, რაც გამოძიების დაწყების მოთხოვნას უკავშირდება. ფაქტებთან ერთად მოთხოვნა გვექნება, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩატარდეს. მათ შორის, ეს იქნება გარკვეული ტიპის ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნა - სარადარო ინფორმაცია, სადისპეჩერო ჩანაწერები, ასევე აეროპორტისა და ბორტის ვიდეოკამერების ჩანაწერები“, - განაცხადა ჯანდიერმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს გაავრცელა განცხადება გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. უწყების ცნობით, ბაჩიაშვილი „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ“ დააკავეს. თავად დაკავებულმა კი სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, ბანდიტურ გზას მიმართეს და საქართველოში მოტაცებით ჩამოიყვანეს. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის 24 მაისს გაიტაცეს, თვალები აუხვიეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს და თვითმფრინავში „ჩატენეს“.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს ორ მიმდინარე საქმეზე. კერძოდ, ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ასევე,ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი "მტკვარი ჰესის" საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილმა 4 მარტს საქართველოს დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო 2 მარტს დატოვა. უწყების განცხადებით, მან საქართველო, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, სომხეთი კი რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტით დატოვა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია