ნინო წილოსანი - გახარიას პარტიას გაცხადებული აქვს, რომ არჩევნებში მონაწილეობს, „ლელო“, ვხედავთ, როგორ შელამაზებულად ცდილობს თავისი ვითომ ხისტი პოზიციიდან უკან დაიხიოს - რთულია აგენტის საქმიანობა, ახლა ამათ ცოდვილს ვუყურებთ

ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ დავინახავთ, როგორ დაიწყებენ პოლიტიკური პარტიები თავიანთ ვითომ ხისტ პოზიციაში უკან დახევას. გახარიას გაცხადებული აქვს, რომ მონაწილეობას იღებს. რაც შეეხება „ლელოს“, უკვე ვხედავთ, როგორ შელამაზებულად ცდილობს უკან დაიხიოს თავისი ხისტი პოზიციიდან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ეს ადამიანები - რადიკალები საკუთარ თავს არ მიეკუთვნებიან, ისინი გარედან მიღებული დავალებებით ხან იტყვიან რომ მონაწილეობენ, ხან უარს იტყვიან“.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ დავინახავთ, როგორ დაიწყებენ პოლიტიკური პარტიები თავიანთ ვითომ ხისტ პოზიციაში უკან დახევას. გახარიას გაცხადებული აქვს რომ მონაწილეობას იღებს, თუმცა მისი ამომრჩევლის გასაგონად მინდა ვთქვა: საპარლამენტო არჩევნებში რომ მიეცით მანდატები ამ პოლიტიკურ გუნდს, სათანადოდ იყენებენ ისინი ამას? ან გამოიყენებენ თვითმმართველობის არჩევნების დროს თქვენ მიერ გამოხატულ ნდობას? - რა თქმა უნდა, ეს რიტორიკული კითხვაა. ვიცით, რომ „გახარიებმა“ ნამდვილად არ გამოიყენეს ის შესაძლებლობა, რაც ამომრჩეველმა მისცა. რაც შეეხება „ლელოს“, უკვე ვხედავთ, როგორ შელამაზებულად ცდილობს უკან დაიხიოს თავისი ხისტი პოზიციიდან - რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ. ეს პროცესი უფრო და უფრო გადაიწევს და საბოლოოდ თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადებენ, რადგან იქამდე მაინც აქვთ იმედი, რომ თავისი ამომრჩევლის რაღაც ნაწილს გამოიყვანენ ქუჩაში, გააპროტესტებინებენ აბსურდს, აძახებინებენ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, ხოლო შემდეგში, როგორც წესი და კანონია, მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები - რადიკალები საკუთარ თავს არ მიეკუთვნებიან, ისინი გარედან მიღებული დავალებებით ხან იტყვიან რომ მონაწილეობენ, ხან უარს იტყვიან. რა თქმა უნდა, ალბათ, რთულია აგენტის საქმიანობა და ფაქტია, რომ ახლა რაღაც ამათ ცოდვილს ვუყურებთ“, - განაცხადა წილოსანმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა