სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შეხვედრა მოლაპარაკებების მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა გახსნა.

„დღეს ამ შეხვედრაზე ჩვენ შევაფასებთ ორივე მხარის პერსპექტივებსა და შეხედულებებს ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ასევე განვიხილავთ ჰუმანიტარული ინიციატივების საკითხებს და ლიდერების შესაძლო შეხვედრისთვის მზადებას“, - განაცხადა ჰაკან ფიდანმა.

უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრ დიაკოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა და სხვები.

რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა იგივეა, როგორიც მოლაპარაკებების წინა რაუნდში იყო. დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან : საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ ფომინი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება