ირაკლი კობახიძის ანგარიში - შესამჩნევად გააქტიურდა თანამშრომლობა ჩინეთთან - პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, განათლების სფეროებში - 2024 წლის მონაცემებით, ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ე.წ. „შუა დერეფნის“ როლი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ტვირთებისა და ენერგომატარებლების შეუფერხებელი და ეფექტიანი ტრანსპორტირების კუთხით, რომლის ფარგლებშიც, საანგარიშო პერიოდში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელსაც ის პარლამენტს 27 ივნისს წარუდგენს.

დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღების შემდეგ, შესამჩნევად გააქტიურდა თანამშრომლობა ჩინეთთან − პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, განათლების სფეროებში.

„მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა. საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ე.წ. „შუა დერეფნის“ როლი აღმოსავლეთ-დასვლეთს შორის ტვირთებისა და ენერგომატარებლების შეუფერხებელი და ეფექტიანი ტრანსპორტირების კუთხით, რომლის ფარგლებშიც, საანგარიშო პერიოდში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები როგორც რეგიონში, ასევე აზიის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გამყარების მიმართულებით.

სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღების შემდეგ, შესამჩნევად გააქტიურდა თანამშრომლობა ჩინეთთან − პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, განათლების სფეროებში. მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შედეგები სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

2024 წლის 11-12 სექტემბერს, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა გამართა სამუშაო ვიზიტი ჩინეთში, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის მემორანდუმს შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება, რამაც შესაძლებლობა მისცა საქართველოს მოქალაქეებს, უვიზოდ იმოგზაურონ, როგორც კონტინენტურ ჩინეთში, ასევე ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში. უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს უწყობს საქართველო-ჩინეთის მეგობრობისა და პარტნიორობის განვითარებას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ხალხთა შორის კავშირების განმტკიცებას.

2024 წლის მონაცემებით, ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 472 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს საქართველოს ეწვია 88.583 ჩინელი ტურისტი (ზრდა 83%-ით, 2023 წელთან შედარებით)”, - ნათქვამია სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე