„ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა

„ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა.

„ფორმულას“ ინფორმაციით, მათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მაუწყებლობის შესახებ "კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება".

ტელეკომპანიის ცნობით, მათგან ითხოვენ, "მაუწყებლობის შესახებ" კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს „ფორმულას“ და ამოქმედდეს სანქცირების აღსრულების დროებითი წესი.

„საჩივარში, რომელიც ტელევიზია "ფორმულამ" დღეს მიიღო, მოცმულია ნაწყვეტები და ამონარიდები არხის, როგორც საინფორმაციო გამოშვებებიდან, ასევე სოციალური გვერდებიდან, რომლებშიც "ქართული ოცნების" რწმუნებით, დარღვეულია კანონის ნორმები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა განიხილოს და დაადგინოს, დაარღვია თუ არა "ფორმულამ" კანონი.

"საჩივრის საფუძველია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები.

მოცემულია ტერმინები: "არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო". „ქართული ოცნება“ „ფორმულას“ ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების გამოც უჩივის", - ნათქვამია "ფორმულას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ მათაც უჩივის. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში შეიტანეს.

ნოდარ მელაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" მოითხოვს, რომ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებმა და წამყვანებმა აღარ გააჟღერონ ისეთი ტერმინები, როგორიცაა - "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ.. ასევე, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, „ქართლი ოცნება“ მარეგულირებელში უჩივის ირაკლი კობახიძის სახელით.

მოგვიანებით, მსგავსი შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა "მთავარმა არხმაც", რომლის მაუწყებლობაც ამ დროისთვის გათიშულია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია