უკრაინა ჰააგაში ნატო-ს სამიტზე მიიწვიეს

უკრაინა ჰააგაში ნატო-ს სამიტზე მიიწვიეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ნატო-ს გენერალურ მდივანს შევხვდით. ნატო-ს სამიტზე მიგვიწვიეს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზების შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურა.

„მე რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვუთხარი, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრას მხარს ვუჭერ, რადგან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი შეხვედრის გარეშე ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, დღეს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სურს, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს სტამბოლში ან ანკარაში შეხვდნენ.

„ასევე, მსურს, ამ შეხვედრაზე ტრამპიც მოვიწვიო. ამ შეხვედრისთვის მოსამზადებელ ნაბიჯებს უახლესი მოლაპარაკებების შემდეგ გადავდგამთ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს