კეროლაინ ლევიტი - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის, თუ საქმე აქამდე მივა

დონალდ ტრამპი თურქეთში ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის, - ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზების შესახებ.

„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამისთვის მზად არის, თუ საქმე აქამდე მივა, მაგრამ მას სურს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე და ორივე ლიდერი მივიდეს“, - განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.

თეთრი სახლის პრესსპიკერს რუსულ აეროდრომებზე უკრაინის მიერ განხორციელებულ დრონებით შეტევასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეაქციის შესახებაც ჰკითხეს.

„მისი რეაქცია ის არის, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ეს ომი ორივე მხრიდან სასტიკია და ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდეს და მან ამის შესახებ ორივე ლიდერს, როგორც საჯაროდ, ისე პირადად განუცხადა“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის