მამუკა მამულაშვილი - რუსეთი ფაქტობრივად ძირითადი ბომბდამშენების, სტრატეგიული ავიაციის გარეშე დარჩა - ვერ შეძლებს ამ ზარალის აღდგენას

რუსეთი ვერ შეძლებს ამ ზარალის აღდგენას, ეს არის უდიდესი სტრატეგიული ზარალი. რუსეთი ფაქტობრივად დარჩა ძირითადი ბომბდამშენების, სტრატეგიული ავიაციის გარეშე, - ამის შესახებ უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ ოპერაციაზე - „ობობას ქსელი“ - საუბრისას განაცხადა.

მამულაშვილის მტკიცებით, რუსეთი ასევე დარჩა შავი ზღვის ფლოტის გარეშე და უკრაინელები დომინირებენ შავ ზღვაში.

„არ მუშაობს არცერთი ქარხანა, რომელიც დღეს აწარმოებს ამ თვითმფრინავების ნაწილებს და შეუძლებელია ამ ზარალის ანაზღაურება. ეს თვითონაც ძალიან კარგად იციან და მეორე დღეა კომენტარების გარეშე ტოვებენ ამ საკითხს. რუსეთი ვერ შეძლებს ამ ზარალის აღდგენას, ეს არის უდიდესი სტრატეგიული ზარალი. რუსეთი ფაქტობრივად დარჩა ძირითადი ბომბდამშენების, სტრატეგიული ავიაციის გარეშე.

რუსეთი ასევე დარჩა შავი ზღვის ფლოტის გარეშე. ფაქტობრივად, შავი ზღვისპირეთს დღეს აკონტროლებს უკრაინა. აბსოლუტურად მთელი ფლოტის გაყვანა მოუწია მიმდებარე ტერიტორიებიდან და ფაქტობრივად, ფლოტი გადამალული ჰყავს სხვადასხვა მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ უკრაინელები დომინირებენ შავ ზღვაში. უკრაინელები უკვე სპეცოპერაციებს ატარებენ რუსეთის ტერიტორიაზე და ეს წინაპირობაა იმისა, რომ რუსეთი დამარცხდეს. რაც მალე აღიარებს ამ დამარცხებას რუსეთი, მით უკეთესი იქნება ეს მისთვის“, - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის მოსალოდნელ საპასუხო ქმედებებს, მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ „ვერაფერ ახალს ვერ შესთავაზებს, ვერაფერ ახალ შიშს ვერ დათესავს რუსეთი უკრაინაში იმიტომ, რომ ფაქტობრივად რუსეთმა გააკეთა აბსოლუტურად ყველაფერი“.

„რუსეთისგან რატომღაც ელოდებიან სასწაულ რეაქციას, როგორც ზესახელმწიფოსგან. რუსეთი არ არის ზესახელმწიფო და უკრაინამ ეს უკვე დაამტკიცა. რუსეთს რაც შეუძლია ისაა, რომ მანიპულირება დაიწყოს ბირთვული იარაღის გამოყენებით. ამით შეიძლება შეაშინოს დასავლეთი, ისიც გარკვეული პოლიტიკოსები, რაღაც ნაწილმა უკვე გამოიმუშავა იმუნიტეტი და აღარ აღიქვამს სერიოზულად. ვერაფერ ახალს ვერ შესთავაზებს, ვერაფერ ახალ შიშს ვერ დათესავს რუსეთი უკრაინაში, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, რუსეთმა გააკეთა აბსოლუტურად ყველაფერი და გამოიყენა ყველა იარაღი, ვერაფრით ვერ გაგვაკვირვებს“, - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე