არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი 3 638 ჰა-ით გაიზრდება და 103 440 ჰექტარი გახდება

არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი 3 638 ჰა-ით გაიზრდება და 103 440 ჰექტარი გახდება. მის საზღვრებში, რომელიც ამჟამად მდინარეების – გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის ხეობებს მოიცავს, ვაშლობის ხეობა მოექცევა.

ვაშლობის ხეობის არაგვის დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში მოქცევის ინიციატივა პარლამენტს წარედგინა. ინიციატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, რომლის ინფორმაციით, ვაშლობის ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭება ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივას ეფუძნება.

ვაშლობის ხეობა გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჯუღისის იგივე მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადის ხეობაში მდებარეობს. ხეობის დიდი ნაწილი მთისა და მდელოს ეკოსისტემებს უჭირავს, დანარჩენი კი - ღრმა და ციცაბო ხეობებზე მდებარე მთის ტყეებსა და მყინვარულ-ნივალური ტიპის ეკოსისტემას.

„მდინარის ხეობების (ხევსურეთის, ფშავის და შავი არაგვის, თავიანთი შენაკადებით) განცალკევებული რელიეფი და ხეობების დამაკავშირებელი ქედები ლანდშაფტის უნიკალურობას განაპირობებს. ტერიტორია გამორჩეულია ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისითაც. ვაშლობის ხეობაში მდებარეობს ისეთი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები, როგორებიცაა მაგალითად სოფელ ვაშლობში მაცხოვრის ამაღლების ეკლესია (VIII-IX სს.).

ვაშლობის ხეობის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, სხვა დაცულ ტერიტორიებთან დამაკავშირებელი ტურისტული მარშუტები და შესაბამისად, ტურიზმის და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციო–ეკონომიკური განვითარების პოტენციალის შექმნა ის სარგებელია, რაც დაცული ლანდშაფტის გაფართოებამ შესაძლოა მთიულეთისა და გუდამაყრის მოსახლეობას მოუტანოს.

კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ფშავის, გუდამაყრის, პირაქეთა ხევსურეთის, აგრეთვე ვაშლობის ხეობის ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ისტორიული იერსახის შენარჩუნება ერთიანი მიდგომის გზით“, - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს