14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

დაცვის დღეა.როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციიდან~ აცნობეს, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია არა მხოლოდ სმენისა და მეტყველების, არამედ გონებრივი განვითარების შეფერხებისა და ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვთა და მათ მეურვეთა უფლებების დაცვა, ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარება, განათლების, ხელოვნების, სპორტის, პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა, მათი შესაძლებლობების თანაბარ პირობებში განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ლიდერთა ინტეგრირებული კლუბის შექმნა, მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. პროექტის განხორციელება უნარშეზღუდულთა სოციალურ ინტეგრაციას, იზოლაციის მოხსნას, სამოქალაქო განათლებას, პროფესიული და სოციალური უნარ-ჩვევების შეძენა-გაუმჯობესებას, საკუთარ უფლებებში გაცნობიერებას, საზოგადოების ფართო მასების გაცნობიერებას, საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლებას, მშობელთა ჩართვას, გააქტიურებას, არსებული სტერეოტიპების მსხვრევას, ცალ-ცალკე მყოფი ორი საზოგადოებრივი ფენის გაერთიანებას, პროექტის ძირითადი მესიჯის - "ვიყოთ ერთად" დანერგვასა და დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია