მარტა კოსი - აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხით, რომლებიც ქუჩაში გადიან და იბრძვიან ევროპული პერსპექტივისთვის - მოვუწოდებთ მთავრობას და ყველა ინსტიტუტს, დაუბრუნდით ევროპულ გზას, ეს არის ის, რასაც თქვენი ხალხი მოითხოვდა

მოვუწოდებთ [საქართველოს] მთავრობას და ყველა ინსტიტუტს, დაუბრუნდით ევროპულ გზას, ეს არის ის რასაც თქვენი ხალხი მოითხოვდა და თქვენ ეს უნდა უზრუნველყოთ, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ევროსკოპის“ რედაქტორ, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე თუ როგორ აფასებს ის ფაქტს, რომ მაუწყებლის შესახებ ახალი კანონით უკვე შევიდა საჩივარი მედიის წინააღმდეგ და რა ბერკეტი აქვს კომისიას იმისთვის რომ, „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოში არსებული დემოკრატიულ პროცესში უკუსვლა აღელვებს.

„აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხით, რომლებიც ქუჩაში გადიან და იბრძვიან ევროპული პერსპექტივისთვის, ევროკომისია და პირადად მე მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და რამდენიმე ორგანიზაციას მის ფარგლებს გარეთ. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ ნამდვილად გვაღელვებს დემოკრატიულ პროცესში უკუსვლა. ასე რომ მოვუწოდებთ მთავრობას და ყველა ინსტიტუტს, დაუბრუნდით ევროპულ გზას, ეს არის ის რასაც თქვენი ხალხი მოითხოვდა და თქვენ ეს უნდა უზრუნველყოთ“, - განაცხადა მან.

ამასთან, მარტა კოსის თქმით, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი მოვლენების განვითარების 3 შესაძლო სცენარს განიხილავს.

„რა შეიძლება გავაკეთოთ, იცით, რომ სანქციები აქვთ დაწესებული ადამიანებს. განხილვა შეიძლება სამი მიმართულებით წავიდეს, პირველი შესაძლოა იყოს კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, რაც არ მსურს რომ განვიხილოთ, რადგან ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი. გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, რამდენიმე დებულება შეიძლება გაუქმდეს, იმის გამო რაც საქართველოში ხდება და მესამე ნაწილი იქნებოდა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, რასაც ასევე არ ვისურვებდი მთელი მოსახლეობისთვის, რადგან იმსახურებს რომ ისარგებლოს თავისუფალი უვიზო მიმოსვლის სისტემით. შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ პიროვნებების მიმართ და ჩამოვართვათ თავისუფალი მიმოსვლა. ეს ყველაფერი არის შესაძლებლობა და გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს. როგორც იცით საბჭომ შეაჩერა მოლაპარაკებები და როგორც კი მთავრობა აჩვენებს მზაობას დაუბრუნდეს ევროპულ გზას, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ“, - განაცხადა კოსმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის