„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა

4 ივნისს, ოთხშაბათს, სააპელაციო სასამართლოში „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართება. მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს საქმეს „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და "ყვარლის ბაგა" თავად იყენებს.

კომპანია „ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და შესაბამისი დოკუმენტაციით ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი ეყრდნობა სამართლებრივად გაუმართლებელ დაშვებებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს:

  • ერთი მხრივ, „ჩირინა“ არ იყენებს აღნიშნულ ანტიბიოტიკს, მეორე მხრივ კი,ტეტრაციკლინი არ არის აკრძალული ვეტ-პრეპარატი და კანონით შესაბამისი გამოყენების წესები გააჩნია. ის არც კანონდებლობით და არც ხელშეკრულებით არ ყოფილა აკრძალული ქათმის ნაკელში;
  • სასამართლო დაეყრდნო არააკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნას, რაც საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია;
  • სასამართლომ მტკიცებულებად მიიჩნია ლაბორატორიული კვლევისთვის წესების დარღვევით აღებული ნიმუში, რაც კანონმდებლობის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა;
  • „ყვარლის ბაგა“ თავად იყო ვალდებული შეემოწმებინა შესყიდული ნედლეულის უსაფრთხოება ცხოველის საკვების დამზადებამდე და გაეთვალისწინებინა სკინტლით კვების ტექნოლოგიური საკითხები, რაც მის თერმულ დამუშავებას გულისხმობს და ა.შ.;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ჩირინა“ მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება სამართლებრივად და ფაქტობრივად მცდარ შეფასებებს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სამართლიანობის პრინციპებს და კერძო კომპანიების კანონიერი ინტერესების დაცვას. სააპელაციო სასამართლოსგან კომპანია მოელის ობიექტურ და ყოვლისმომცველ, სამართლიან და კანონიერ შეფასებას, რაც უზრუნველყოფს საქმის სამართლიანად გადაწყვეტას.

გაცნობებთ, რომ 4 ივნისს, სააპელაციო სასამართლოსთან, სხდომის დაწყებამდე (13:30 სთ), მედიასთან კომენტარს გააკეთებენ „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე და ადვოკატი გიორგი გეწაძე.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით