ნაჩო სანჩეს ამორი - ერთადერთი ბერკეტი, რაც გვაქვს, პერსონალური სანქციებია

ერთადერთი ბერკეტი, რაც გვაქვს, პერსონალური სანქციებია , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის რიგგარეშე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ყველა შეხვედრაზე უნივერსალური გაცხადება იყო, რომ ერთადერთი ბერკეტი, რაც გვაქვს, პერსონალური სანქციებია. მათ მხოლოდ თავიანთი ბიზნესი და ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიული ცხოვრებით ტკბობა აინტერესებთ. მათ ჩვენი ქვეყნების უნივერსიტეტებში შვილები ჰყავთ. უნდა დავფიქრდეთ, იმის შესახებ, თუ რატომ ვიკავებთ თავს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებისგან. ჩვენ შეგვიძლია ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციები გამოვიყენოთ, რომელიც სამართლებრივი ინსტრუმენტების ჩარჩოს ნაწილია, მაგრამ ამას არასდროს ვიყენებთ. პერსონალური სანქციები ერთადერთი ბერკეტია და ვიცით, რომ წარსულში იმ ადამიანების სახელების ხსენებამ, რომელთაც შესაძლოა სანქციები დაუწესდეთ, გარკვეული რეაქცია გამოიწვია“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს