მამუკა ხაზარაძე - ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ იხსნება და არც მოიხსნება არცერთი განვითარებული სცენარის პირობებში - ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი სტრატეგიით

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – უცვლელი რჩება და არცერთი განვითარებული სცენარის პირობებში არ შეიცვლება.

ასე ეხმაურება მამუკა ხაზარაძე პარტიის გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის სატელევიზიო განცხადებას, რომელიც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური კოალიციების ერთიანი სტრატეგიის საჭიროებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, მიუღებელია ის ვითარება, როდესაც ერთიანი ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრისას ოპოზიციური კოალიციები სტრატეგიულ ფორმატებს ტოვებენ:

“მინდა გამოვეხმაურო “ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის მიერ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი არჩევნების გარშემო საჭიროა ოპოზიციური კოალიციების ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება.

ის, რომ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ვითხოვთ, დღის წესრიგიდან არ იხსნება და არც მოიხსნება არცერთი განვითარებული სცენარის პირობებში. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე უკომპრომისოდ!

ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი სტრატეგიით და პროდასავლურ ძალთა კონსოლიდაციით და არა ისე, როგორც მაშინ, როცა პრეზიდენტის ფორმატი ჩვენს გარდა ყველა კოალიციამ დატოვა, რადგან ჩვენ ერთიანი ბრძოლის ველის შექმნის ინიციატორები და ერთგულები ვიყავით თავიდანვე.

აქვე დავამატებ, ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!

პ.ს. ბოდიშს გიხდით ამ ფორმით რომ მოგმართავთ. არ ვიმყოფები საქართველოში. კვირის ბოლოს მზად ვარ უფრო დეტალურად მოგახსენოთ “ლელო-ძლიერი საქართველოს” პოზიცია და ხედვა როგორ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი საქართველოში!”, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი