საქართველო-ფარერების საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოსა და ფარერების ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩის გამო, 5 ივნისს, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 16:00-იდან 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება გიორგი ცაბაძის, დიმიტრი ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე, ასევე აკაკი წერეთლის გამზირზე.

“გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების, თამარ მეფის გამზირის, ასევე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩების საშუალებით.

შეზღუდვის პერიოდში, ავტობუსები: N384, N386, N311, N320, N315, N327, N306, N308 და N381 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის, მიროტაძის ქუჩის, პეკინის გამზირის გავლით და კვლავ, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის საშუალებით, გმირთა მოედანს დაუკავშირდებიან. გმირთა მოედნიდან N320, N327, N386, N381, N315 და N384 მგზავრებს დადგენილი მარშრუტით, თამარ მეფის გამზირის გავლით მოემსახურება, ხოლო N306, N308 და N311 არსებული სქემით, ვარაზისხევის საშუალებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N541, N551, N536 და N431 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით და დაუკავშირდებიან სააკაძის მოედანს, საიდანაც: N541 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება კონსტანტინე გამსახურდიას გამზირს და გმირთა მოედნიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით; N551 მიროტაძის ქუჩიდან დაუკავშირდება პეკინის გამზირს და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N536 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება გამსახურდიას გამზირს, რის შემდეგაც, გმირთა მოედნიდან გადაადგილდება თამარ მეფის გამზირზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N431 სააკაძის მოედნიდან შარტავას ქუჩაზე გადაადგილდება, საიდანაც გამოიყენებს უკვე დადგენილ მარშრუტს.

აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებისას წერეთლის გამზირს ანალოგიური გზებით დაუკავშირდება.

მიკროავტობუსი N476 ჟიული შარტავას ქუჩიდან სააკაძის მოედნისა და მიროტაძის ქუჩის გავლით, პეკინისა და კონსტანტინე გამსახურდიას გამზირებს დაუკავშირდება, ხოლო თამარ მეფის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსი გამოიყენებს ანალოგიურ მარშრუტს; N504 მოძრაობას დაასრულებს მეტროსადგურ „წერეთელთან“, ხოლო N538 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, დაუკავშირდება გენერალ კვინიტაძის ქუჩას, თამარ მეფის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.

უკუმიმართულებისას, N538 თამარ მეფის გამზირიდან დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და მეტროსადგურ „დიდუბისკენ“ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე