სენატორი ჯინ შაჰინი - ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა, ამიტომ მოვუწოდე სენატს, მიიღოს ორპარტიული „MEGOBARI აქტი“

ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა, სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს, მიიღოს ჩვენი ორპარტიული “MEGOBARI აქტი”. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებს.

აღინიშნება, რომ განცხადება “ქართული ოცნების” მთავრობის გეგმას მოჰყვა, გამოიყენოს საქართველოს კომუნიკაციების კომისია “ტვ ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” სამიზნეში ამოსაღებად.

“დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. როდესაც “ქართული ოცნების” მთავრობამ ცვლილებები შეიტანა მაუწყებლობის შესახებ კანონში, ამან სერიოზული შეშფოთებები გააჩინა, რომ ეს კანონი იარაღად იქნება გამოყენებული დამოუკიდებელი ქართული ხმების წინააღმდეგ. ახლა, როდესაც “ქართულ ოცნებას” დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შეაქვს საჩივრები საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიაში - ორგანოში, რომლის დამოუკიდებლობა კითხვის ქვეშაა - ნათელია, რომ ეს მედია საშუალებები განსჯილი არ იქნებიან მათი ჟურნალისტური სტანდარტებით, არამედ სამიზნეში იქნებიან ამოღებული პოლიტიკური მიზეზებით. მართალი ინფორმაციის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა. სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს მიიღოს ჩვენი ორპარტიული “MEGOBARI აქტი”, ვინაიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერა ნიშნავს “ქართული ოცნების” ანგარიშვალდებულად დაყენებას პრესის თავისუფლებასა და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმებისთვის”, - განაცხადა შაჰინმა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) და კომიტეტის ერთ-ერთმა ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა “MEGOBARI” აქტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მხარდაჭერას ადასტურებს და ქართველ ხალხს უჭერს მხარს იმის ფონზე, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებს აგრძელებს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე