აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე გაზრდილი ტარიფები ძალაში შევიდა

აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე გაორმაგებული ტარიფები ძალაში შევიდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპმა გუშინ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფები 25%-დან 50%-მდე იზრდება.

„ჩვენ დავიწყეთ 25-დან და შემდეგ, მონაცემების უკეთ შესწავლის შემდეგ, მივხვდით, რომ მეტი დახმარებაა საჭირო. სწორედ ამიტომ 50-იანი ტარიფები იწყება“, - განაცხადა თეთრი სახლის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, კევინ ჰასეტმა.

ზრდა ყველა სავაჭრო პარტნიორს ეხება, გაერთიანებული სამეფოს გარდა, რომელმაც აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმება დადო და დიდი ბრიტანეთიდან აშშ-ში ფოლადისა და ალუმინის იმპორტის განაკვეთი მინიმუმ 9 ივლისამდე 25%-ზე დარჩება.

Reuters-ი წერს, რომ აშშ-ში გამოყენებული ფოლადის დაახლოებით მეოთხედი იმპორტირებულია და აღწერის ბიუროს მონაცემები აჩვენებს, რომ გაზრდილი გადასახადები განსაკუთრებით მძიმე დარტყმას მიაყენებს აშშ-ის უახლოეს სავაჭრო პარტნიორებს - კანადასა და მექსიკას.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე