ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის ამოცანა და სურვილია, ოპონენტები გაანადგუროს და გამოკეტოს ციხეში, იძალადოს სამოქალაქო სექტორსა და მედიაზე - ქართულმა სახელმწიფომ წარმოუდგენელ ავტოკრატიულ ჭაობში გადაინაცვლა

ივანიშვილის ამოცანა და სურვილია მისი ყველა ოპონენტი გაანადგუროს და გამოკეტოს ციხეში, იძალადოს სამოქალაქო სექტორსა და მედიაზე...ქართულმა სახელმწიფომ წარმოუდგენელ ავტოკრატიულ ჭაობში გადაინაცვლა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება.

„ამ რეჟიმისგან და სასამართლოსგან მე არანაირი დადებითი მოლოდინი არ მაქვს. ივანიშვილის ამოცანა და სურვილია მისი ყველა ოპონენტი გაანადგუროს და გამოკეტოს ციხეში, იძალადოს სამოქალაქო სექტორსა და მედიაზე. აქ მთავარი არის ერთი რამ - ის რისკი, რომელიც აიღეს დაკავებულებმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან, გაუტეხლობა და შემართება ბევრს ნიშნავს. ის გამოხმაურება, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება. ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოში არსებული ვითარება არის საგანგაშო. ქართულმა სახელმწიფომ წარმოუდგენელ ავტოკრატიულ ჭაობში გადაინაცვლა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს