რასა იუკნევიჩიანე ევროპარლამენტში მივიდა მაისურით, რომელზეც მზია ამაღლობელის ფოტო იყო დაბეჭდილი და დატანებული ჰქონდა ამაღლობელისვე ფრაზა: „იბრძოლეთ, სანამ ძალიან გვიან არ არის“

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მაისურით მივიდა, რომელზეც „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ფოტო იყო დაბეჭდილი და დატანებული ჰქონდა ამაღლობელისვე ფრაზა: „იბრძოლეთ, სანამ ძალიან გვიან არ არის“.

რასა იუკნევიჩიანემ სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი წარადგინა.

მისი თქმით, ანგარიშში საუბარია გაყალბებულ არჩევნებზე, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე დაბლოკოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე, ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებზე თავდასხმებზე. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას.

კომიტეტმა ანგარიშის პროექტი 55 ხმით დაამტკიცა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა