ქეთი ხუციშვილი ევროპარლამენტს - მოგიწოდებთ, უფრო მკაცრები იყოთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ და მეტი მხარდაჭერა გამოხატოთ ხალხის მიმართ - ხელისუფლება იმსახურებს სანქციებს და კიდევ უფრო მეტსაც

მოგიწოდებთ უფრო მკაცრები იყოთ ხელისუფლების მიმართ და მეტი მხარდაჭერა გამოხატოთ ხალხის მიმართ. ხელისუფლება იმსახურებს სანქციებს და კიდევ უფრო მეტსაც, - ამის შესახებ „ღია საზოგადოების ფონდის“ დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიმართავს რეპრესიებს, დაჭერას, ძალადობას, მაშინ როდესაც ქართველი ხალხი ქუჩაში 200 დღეზე მეტია საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვიან.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელზე მეტის გასვლის შემდეგ საქართველოში დღეს რუსული სტილის ავტორიტარიზმის მომსწრენი ვართ. მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს რეპრესიებს, დაჭერას, ძალადობას, ქართველი ხალხი იბრძვის ქუჩაში 200 დღეზე მეტია. ქართველები მზად არიან იბრძოლონ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული ტიპის დემოკრატიისთვის. ჩვენ ვაფასებთ იმ ყველაფერს, რასაც ჩვენთვის აკეთებთ და მეტი მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ. მოგიწოდებთ, უფრო მკაცრები იყოთ ხელისუფლების მიმართ და მეტი მხარდაჭერა გამოხატოთ ხალხის მიმართ. ხელისუფლება იმსახურებს სანქციებს და კიდევ უფრო მეტსაც“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის