ეკა გიგაური - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმის იზოლაცია მოახდინონ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმის იზოლაცია მოახდინონ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტის მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროპარლამენტის მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს, რადგან მიგვაჩნია, რომ დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მარტო არ ვართ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბრძოლა მშვიდობიანია. ჩვენ დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ერთგული ვართ და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, სიტყვის თავისუფლებას, ხმის მიცემის უფლებას, შეკრების უფლებასა და რეპრესიების გარეშე ცხოვრების უფლებას მტკიცედ ვიცავთ. მრავალი თვეა ქართველი ხალხი და ქართული სამოქალაქო საზოგადოება საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის. გვჯერა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმის იზოლაცია მოახდინონ. ასევე, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის, დემოკრატიისთვის მებრძოლების, დამოუკიდებელი მედიისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ასევე, გვჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, რომლებმაც საქართველოს ევროპული მომავლისგან დაშორება გადაწყვიტეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან მოქმედებებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების კოორდინაცია“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა