კახა კალაძე გიორგი გაბიტაშვილზე - ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებაა - მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო? ხვალ რომ სხვა თანამდებობაზე გადავიდე, რა არის ამაში პრობლემა? ან საერთოდ პოლიტიკაში რომ არ ვიყო, პრობლემას ხედავთ?

ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებაა, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას და მისი კანდიდატურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენას შეეხებოდა.

როგორც მან აღნიშნა, ადამიანი ერთი კონკრეტული თანამდებობიდან გადავიდა მეორე უწყებაში.

„მე როგორც მოვისმინე, გიორგი გაბიტაშვილი სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას, ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებაა. კონკრეტული თანამდებობიდან გადადის მეორე კონკრეტულ თანამდებობაზე. შალვა პაპუაშვილმა ახსნა გადაწყვეტილების მიზეზი, რომ ადამიანი ერთი კონკრეტული თანამდებობიდან გადადის მეორე უწყებაში და იკავებს კონკრეტულ თანამდებობას. რა არის ამაში ცუდი?! მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო? ხვალ რომ სხვა თანამდებობაზე გადავიდე, რა არის ამაში პრობლემა? ან საერთოდ პოლიტიკაში რომ არ ვიყო, პრობლემას ხედავთ? ჩემი დღევანდელი სტატუსი მთელი ცხოვრება კი არაა მონიჭებული. რამდენიმე წლის წინ სპორტში ვიყავი, დღეს პოლიტიკაში ვარ...“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა.

მისი თქმით, გენერალურ აუდიტორად გაბიტაშვილის არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში