კახა კალაძე ჰერჩინსკისადმი პაპუაშვილის წერილზე - ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური შეფასებები ძალიან უხერხულია, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაზე

სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა - ექსტრემისტული დაჯგუფებები და რადიკალები, რა თქმა უნდა, წახალისებული არიან გარედან და თანხები, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა, მიმართული იყო სახელმწიფო გადატრიალებისკენ! - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლითაც მან საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მიმართა.

კალაძის თქმით, ხდება მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება, რადიკალიზმის გაღვივება და საზოგადოების პოლარიზაცია, „რასაც უცხოეთიდან აფინანსებენ“.

კალაძის განცხადებით, ამას შესაბამისი რეაგირება ყოველთვის უნდა მოჰყვეს.

„არსებული ხელისუფლების დამხობა... საკუთარი განცხადებებით პირდაპირ ერეოდნენ არჩევნებში. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი პრობლემა.

ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს - ხედავს, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა და დგას იქ, სადაც ქვეყანასა და სამშობლოს სჭირდება.

ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური შეფასებები და პოლიტიკური განცხადებები ძალიან უხერხულია, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაზე.

მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა! - ყველა თანხა, რომელიც უცხოეთიდან შემოდის უნდა იყოს იდენტიფიცირებული. ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს, ვისგან ფინანსდებიან და ეს დაფინანსება, რა კონკრეტულ პროექტებს ხმარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, რომლის ადრესატი ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკია. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, წერილში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება „იმ შემაშფოთებელ მოცემულობაზე, როდესაც ევროკავშირის სახელი და დაფინანსება სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის მიზნებისთვის გამოიყენება“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია