რასა იუკნევიჩიანე - ჩემი მოწოდება ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ჟურნალისტებისთვის იქნება, რომ მზია ამაღლობელი ხშირად ახსენონ

მზია ამაღლობელის მიმართ მეტი სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბევრი ადამიანია დაკავებული. ვიცი, რომ ბევრი ჟურნალისტი გვისმენს და ჩემი მოწოდება ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ჟურნალისტებისთვის იქნება, რომ მზია ამაღლობელი ხშირად ახსენონ. ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში დაკავებული ადამიანების სიმბოლოდ იქცა. ვფიქრობ, მზიას მიმართ და მისი ბრძოლის მიმართ მეტი სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა კი აღნიშნა, რომ საქართველოში 60-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

„მინდა პოლიტიკური პატიმრების შესახებ აღვნიშნო, რომ საქართველოში, ციხეებში 60-ზე მეტი ადამიანია. არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ ამ ადამიანებმა დანაშაულები ჩაიდინეს. ეს ადამიანები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს წარმოადგენენ. ისინი ექიმები, მსახიობები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. ისინი ყოველდღიურად გვიგზავნიან შეტყობინებებს სასამართლო სხდომების დროს და გვთხოვენ, რომ ძლიერები ვიყოთ. მათი ბრძოლის წყალობით, ჩვენ მოტივირებულები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი გათავისუფლება მოხდეს“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება