გია ვოლსკი „ევრობარომეტრის“ კვლევაზე - უსამართლო დამოკიდებულებას, რასაკვირველია, თავისი შედეგები მოაქვს და ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას

უსამართლო დამოკიდებულებას, რასაკვირველია, თავისი შედეგები მოაქვს და ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას - როდესაც შენს მიმართ ასეთი შეტევა ხორციელდება, რასაკვირველია, ეს საზოგადოებას ეჭვებს უჩენს და ამაში საქართველოს ხელისუფლების „დანაშაული“ ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევრობარომეტრის“ სოციალური კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირისადმი ნდობა ერთ წელში 17%-ითაა შემცირებული.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსი არ შეცვლილა და არც საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულა.

„არც ერთი მაჩვენებელი არ არის, სადაც საქართველო არ არის მოწინავეთა რიგებში, მაშინ როცა შედარება ხდება, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. რასაკვირველია, ასეთ მოცემულობაში, როდესაც შენს მიმართ განხორციელებულია ასეთი შეტევა, ხშირ შემთხვევაში, უტიფარი რეზოლუციები, რომელიც მიიღო მაგალითად, ევროკავშირმა და კიდევ რაღაცას გეგმავს, რასაკვირველია, ეს საზოგადოებას ეჭვებს უჩენს და ამაში საქართველოს ხელისუფლების „დანაშაული“ ნამდვილად არ არის. საქართველოს ხელისუფლებას არც საგარეო კურსი შეუცვლია და რასაკვირველია, არჩევნებიც ვერასდროს გაყალბდება, როდესაც ელექტრონულ არჩევნებზე გვაქვს საუბარი. ამ რეალობაში, როცა იცი, რომ ეს არის აბსოლუტურად უსამართლო შემოტევა, რასაკვირველია, საზოგადოებას გარკვეული სკეპტიციზმი უჩნდება.

უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატა ევროკავშირის მიმართ, არ გულისხმობს იმას, რომ საგარეო კურსი შეიცვალოს. არც ის ადამიანები, ვინც საქართველოს ხელისუფლებას მხარს უჭერენ, არ უნდა განვასხვაოთ უმრავლესობისაგან, რომელიც ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, მაგრამ უსამართლო დამოკიდებულებას რასაკვირველია, თავისი შედეგები მოაქვს და რასაკვირველია, ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას. თავადაც უწყიან, რომ არც საგარეო კურსი შეცვლილა, არც არჩევნები გაყალბებულა, ვერც გაყალბდება ელექტრონული არჩევნები და ისინი მაინც თავისას ჯიუტად იმეორებენ, რომ საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს, საქართველოში რევოლუცია, „მაიდანიზაცია" უნდა მოხდეს და აუცილებლად უნდა დაფინანსდეს ისეთი ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ მუქარაზე არიან გადასული და ევროპულ სტანდარტს არანაირად არ შეეფერება მათი პოლიტიკა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული და 49%-ს შეადგენს. ამის შესახებ „ევრობარომეტრის“ გამოკითხვამ დაადგინა, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე ჩატარდა. გამოკითხვის თანახმად, ქართველების 49% ენდობა ევროკავშირს, რაც 9%-ით ნაკლებია ვიდრე 2024 შემოდგომაზე (58%) და 17%-ით ნაკლებია, ვიდრე 2024 წლის გაზაფხულზე (66%).

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა