დევიდ მაკკალისტერი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას - თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ვართ - გმადლობთ ყველაფრისთვის, რაც საქართველოსთვის გააკეთეთ და ასე გააგრძელეთ!

ნება მიბოძეთ, გითხრათ, რომ თქვენ და თქვენმა მეგობრებმა გამოიჩინეთ გასაოცარი გამბედაობა და სიმტკიცე მშვიდობიან ძალისხმევაში დაიცვათ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და თქვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, - ასე მიმართა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკკალისტერმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, რომლებიც დღეს კომიტეტის სხდომას დაესწრნენ.

„თქვენი ყოფნა დღეს აქ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ძლიერ მესიჯს აგზავნის, რომ ქართველი ხალხი ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგული რჩება და ნება მიბოძეთ, დავამატო: თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ვართ. გმადლობთ იმისთვის, რომ აქ ხართ და გმადლობთ ყველაფრისთვის, რაც საქართველოსთვის გააკეთეთ და ასე გააგრძელეთ“, - აღნიშნა დევიდ მაკკალისტერმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, ქეთი ხუციშვილი და ნინო ევგენიძე სტუმრობენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს