დავით მათიკაშვილი - ევროპარლამენტარები ცდილობენ, რადიკალებისთვის მაშველ რგოლად გამოდგნენ - როგორც კი ერთი მუჭა რადიკალები რუსთაველზე სირბილს შეწყვეტენ, დავალებების მიმცემთა წიაღში ჩნდებიან ადამიანები, ვინც მათ აქტიურობას ზრდის

ანგარიშში ჩაწერეს სრულიად აბსურდული, სიმართლისგან საერთოდ დაცილებული თეზისები - ისინი ცდილობენ, რომ კვლავ რადიკალებისთვის მაშველ რგოლად გამოდგნენ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ანგარიშის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ „მილიონ 120 ათასი ადამიანი არაფერს ნიშნავს და ჩვენი ქვეყანა არის მხოლოდ ის 300-400 რადიკალი, რომელიც ქუჩაში საღამოობით დარბის“.

„ანგარიშში ჩაწერეს სრულიად აბსურდული, სიმართლისგან საერთოდ დაცილებული „თეზები“. ისინი ცდილობენ, რომ კვლავ რადიკალებისთვის მაშველ რგოლად გამოდგნენ. ხედავთ თქვენ, რომ როგორც კი, რაღაცნაირად ის ერთი მუჭა რადიკალები საღამოობით, რუსთაველზე სირბილს შეწყვეტენ, თუ შეამცირებენ, იმ წუთას, სადღაც მათ დავალებების მიმცემთა წიაღში გამოჩნდებიან ადამიანები თუ ადამიანთა ჯგუფები, ვინც ცდილობენ, მათი აქტიურობა ცოტა მეტად გაზარდონ. არაფერი გამოსდით, მაგრამ ფაქტია, რომ თუნდაც ამ ანგარიშში, კვლავ არის ქართველი ხალხისადმი სრულიად უწესო „თეზები“ აღნიშნული, სადაც თითქოს მილიონ 120 ათასი ადამიანი არაფერს ნიშნავს და ჩვენი ქვეყანა არის მხოლოდ ის 300-400 რადიკალი, რომელიც ქუჩაში დარბის საღამოობით. კარგად ჩანს აქ ყველაფერი. სიმართლე სად არის, ესეც კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ და გარწმუნებთ, თვითონ იმ ხალხმაც კარგად იცის, სად არის სიმართლე, ვინც ამ სრულიად აბურდულ და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისგან განსხვავებულ და საწინააღმდეგო თეზისებს სვამენ. როდესაც სალომე ზურაბიშვილს, რომელიც პოლიტიკაში არავის ახსოვს და საზოგადოებას თავისი ნეგატიური ქცევით დაამახსოვრა თავი, ლეგიტიმურს უწოდებ, ამით ყველაფერია ნათქვამი,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის