პროკურორი - თარგამაძე პოლიტიკურ არეალში ფიგურირებს, როგორც გივი თარგამაძე და საქმის მასალებშიც ასეა დაფიქსირებული - ჩვენი მოთხოვნა იქნება მკაცრი სასჯელი, თუმცა კონკრეტულ ვადას და სახეს არ ვუთითებთ

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების, მათ შორის, გივი თარგამაძის საქმის პროკურორის, ნათია თათიაშვილის განცხადებით, ისინი განაჩენის ნაწილში მკაცრი სასჯელის გამოყენებას მოითხოვენ.

პროკურორის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ბრალდებულების მხრიდან „კანონის უზენაესობის უგულებელყოფაა“, თუმცა, იქვე დასძენს, რომ სასჯელის ვადას და სახეობას ისინი არ მიუთითებენ.

„ამ საქმეში საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ალბათ, 2-3 პროცესი სრულიად საკმარისი იქნება მტკიცებულებათა გამოკვლევისთვის. ბრალდების მხარე კონკრეტულ მოთხოვნას არ აყენებს, ჩვენი პოზიცია იქნება, რომ მკაცრი სასჯელი იყოს გამოყენებული, თუმცა, კონკრეტულ სახეს არ ვუთითებთ. ზოგადად, მკაცრ მიდგომას მოვითხოვთ კონკრეტულ საქმეებზე მითუმეტეს, როცა საუბარია პოლიტიკოსზე, ის კანონის უზენაესობის უგულებელყოფას ახდენს, შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა იქნება მკაცრი სასჯელი, თუმცა, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, კონკრეტულ ვადას, სასჯელის სახეს არ ვუთითებთ“, - განაცხადა თათიაშვილმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, თუ რატომ გამოიძახეს თარგამაძე დროებით საგამოძიებო კომისიაზე როგორც გივი და არა ისე, როგორც ოფიციალურ დოკუმენტში მას უწერია.

„გიორგი თარგამაძე პოლიტიკურ არეალში, როგორც გივი თარგამაძე ასე ფიგურირებს, ოფიციალური სახელი არის გიორგი თარგამაძე, ოფიციალურ სისხლის სამართლის საქმის მასალებშიც ასეა დაფიქსირებული, მან ისიც დაადასტურა სასამართლოს წინაშე, როცა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხებოდა, რომ პოლიტიკურ არეალში დაფიქსირებულია, როგორც გივი თარგამაძე“, - განაცხადა თათიაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს