ადვოკატი - თუ ფორმალურ პროცედურებს მივყვებით, გივი თარგამაძე - ასეთი სუბიექტი არ არსებობს, არის გიორგი თარგამაძე - საქმის აბსურდულობა დადასტურებულია

დაიბარეს გივი თარგამაძე. ვინ არის გივი თარგამაძე? „ვასილიჩი“ დაებარებინათ, რა ლოგიკაა? თუ ფორმალურ პროცედურებს მივყვებით, გივი თარგამაძე, ასეთი სუბიექტი არ არსებობს, არის გიორგი თარგამაძე , - ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსით განსჯადი არ უნდა იყოს და ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით უნდა განიხილებოდეს.

„ღუდუშაური, ტაბატაძე, შარმანაშვილი, სალია, წულუკიანი - ესენი დამსმენ-დამბეზღებელი ხალხი არიან, რომელთაც ეს დაბეზღება, დასმენა არ უნდათ, რომ სასამართლოში ჩვენებად გადაეზარდოთ, უნდათ, რომ ანონიმურად დაწერონ და შემდეგ, პროკურორებს, მოსამართლეებს შეაწმინდონ ხელი, თქვან, ჩვენ, რა შუაში ვიყავითო. სინამდვილეში, ღუდუშაური, ტაბატაძე, შარმანაშვილი, სალია, არიან ჩვეულებრივი დამსმენები, „ჩაშვების ინსტიტუტს“ რომ თითქოს, აბაიბურებდნენ, ესენი არიან ჩვეულებრივი „ჩამშვებები“. ამ „ჩაშვებების“ მიუხედავად, სისხლის სამართლებრივი დასჯადობა ამ მუხლისთვის არასწორია, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი იგივე შემადგენლობა იცნობს. რაც შეეხება ფორმალურ ნაწილს, სულ რომ ეს გარემოებები არ არსებობდეს, დაიბარეს გივი თარგამაძე. ვინ არის გივი თარგამაძე? „ვასილიჩი“ დაებარებინათ, რა ლოგიკაა? თუ ფორმალურ პროცედურებს მივყვებით, გივი თარგამაძე, ასეთი სუბიექტი არ არსებობს, არის გიორგი თარგამაძე, პარლამენტი გივი თარგამაძეს რომ იბარებს, ე.ი. არავის არ იბარებენ. აქედან გამომდინარე ამ საქმის აბსურდულობა, როგორც საკანონმდებლო ბაზიდან დაწყებული, ისე კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დასრულებული, დადასტურებულია“, - განაცხადა ბასილაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს