საელჩო განმარტავს, რომ შვედეთში ექსტრემისტულ და ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსების თაობაზე დაწყებული პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან"

საქართველოში შვედეთის საელჩო შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსების თაობაზე დაწყებული პროცესისა და საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს განმარტებით, შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება, აღნიშნული პროცესი კი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე.

„შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება და ასევე შესთავაზებს ასეთი აკრძალვის მარეგულირებელ ჩარჩოს. ამის მიზანია შვედეთის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიცაა ტერორისტული და ძალადობრივი ექსტრემიზმის აქტების დაცვა ან ძალადობრივი ქმედებებისა და დივერსიის წახალისება. გამოძიების თავმჯდომარეს ასევე ევალება, ისეთი შეთავაზების უზრუნველყოფა, რომელიც შვედეთის კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა სხვა ვალდებულებებსა და მოთხოვნებს შეესაბამება.

ეს პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე.

ვენეციის კომისიამ ასევე დაასკვნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და საჭიროებების მოთხოვნებს და მკაცრად ურჩია საქართველოს ხელისუფლებას მისი გაუქმება. პლურალისტური და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კი, მნიშვნელოვანი პრიორიტეტული სფეროა შვედეთის გრძელვადიანი რეფორმების თანამშრომლობისთვის საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ხელშეწყობას”, - აღნიშნულია შვედეთის საელჩოს განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია