რუსებმა ხარკოვს რაკეტებით და დრონებით დაარტყეს, დაშავებულია 17 ადამიანი

რუსეთის არმიამ წუხელ ხარკოვის ერთ-ერთ რაიონზე სარაკეტო დარტყმა და საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსებზე დრონებით შეტევა განახორციელა, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ღამის შეტევა ხარკოვზე. მტრის ექვსი დარტყმა, რომელთაგან ორი პირდაპირი დარტყმა საცხოვრებელ შენობებზე განხორციელდა. ერთ-ერთ ბინაში ნამსხვრევებმა კედლები გახვრიტეს. "შაჰედის" ძრავის ნაწილი დერეფანში აღმოჩნდა. იმ მომენტში მეპატრონეები სახლში იყვნენ - ისინი მხოლოდ იმიტომ გადაარჩინეს, რომ სხვა ოთახში ეძინათ“, - განაცხადა ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს