წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი - ღაზაში სიტუაცია ჯოჯოხეთზე უარესია - მსოფლიომ მეტი უნდა გააკეთოს ომის დასასრულებლად

ღაზაში სიტუაცია „ჯოჯოხეთზე უარესია“- ამის შესახებ BBC-ს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ჟენევაში, წითელი ჯვრის შტაბ-ბინაში, ორგანიზაციის პრეზიდენტმა მირიანა სპოლიარიჩმა განაცხადა, რომ „კაცობრიობა კრახს განიცდის“, როდესაც ღაზას ომის საშინელებებს უყურებდა.

„ეს უარესი გახდა... ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ იმის ყურება, რაც ხდება. ეს აღემატება ნებისმიერ მისაღებ, სამართლებრივ, მორალურ და ჰუმანურ სტანდარტს. ჩვენ ვუყურებთ ხალხს, რომელიც მთლიანად მოკლებულია ადამიანურ ღირსებას. მსოფლიომ მეტი უნდა გააკეთოს ომის დასასრულებლად, პალესტინელების ტანჯვის დასასრულებლად და ისრაელელი მძევლების გასათავისუფლებლად.“- განაცხადა მან.

2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ რაც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა და 1200-ზე მეტი ისრაელელი მოკლა, ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

BBC-ის ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ სექტორში მას შემდეგ სულ მცირე 54 600 ადამიანი დაიღუპა, მათგან 4 300-ზე მეტი 2025 წლის 18 მარტს ისრაელის მიერ განახლებულ სამხედრო შეტევას ემსხვერპლა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე