ირაკლი კობახიძე - ქვეყანაში ოპოზიცია არ არის და იძულებულები ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში - ამიტომ ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე

ქვეყანაში ოპოზიცია არ არის და იძულებულები ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში - ამიტომ ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ ისაუბრა საკადრო ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ ზოგადად, განახლება ნებისმიერ სისტემას სჭირდება.

„გიორგი გაბიტაშვილი არის ღირსეული კაცი, სწორედ ეს იყო მიზეზი იმის, რომ ის დაიკავებს ძალიან მაღალ თანამდებობას პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ.

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ვერაფერს გამოვრიცხავთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ცვლილება წაადგა სწორი მიმართულებით შესაბამისი დარგების განვითარებას. იმის გამო, რომ განხორციელდა ცვლილებები, მარტო რკინიგზასა და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში შევძელით 52.5 მილიონი ლარის დაზოგვა, ეს მინიმალური მაჩვენებელია ცვლილებების შედეგად. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც ცუდი იყო და ვიღაც კარგია. განახლება ნებისმიერ სისტემას სჭირდება.

იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ არის რეალურად ოპოზიცია, ოპოზიცია უნდა ასრულებდეს იმ როლს, რასაც ჰქვია ხელისუფლების ფორმაში ყოფნა. ოპოზიცია ქვეყანაში არ არის და ჩვენ იძულებულები ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში. ამიტომ ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე, ამან კონკრეტული შედეგები მოიტანა“,- აღნიშნა პრემიერმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა