შალვა პაპუაშვილი - ცინიზმია, როცა შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა - როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი, თითქოს სხვა განზრახვები აქვთ, არასერიოზულია

არცერთი დიპლომატის საქმე არ არის და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლის და მიერ მიერ მიღებული კანონების უსაფუძვლო კრიტიკა. ეს განცხადება არის ცინიზმი, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ შვედური კანონი, რომელიც უნდა მიიღონ ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვას ეხება , -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც შვედეთის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „როდესაც შვედეთის საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის და საბოტაჟის წახალისების მოწოდებებს, ახლა აქ აბსოლუტურად ცინიკური განცხადებების გამოქვეყნება და საუბარი იმაზე, რომ თითქოს სხვა განზრახვები აქვთ შვედეთში - არასერიოზულია.“

„ზუსტად ეს არის, როცა საელჩო ცინიზმით არის დაკავებული. იმავე განცხადებაში თავს დაესხა საქართველოს პარლამენტსა და მის მიერ მიღებულ კანონს, რაც ასევე ვენის კონვენციის დარღვევაა. არცერთი დიპლომატის საქმე არ არის და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლის და მიერ მიერ მიღებული კანონების უსაფუძვლო კრიტიკა. ეს განცხადება არის ცინიზმი, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ შვედური კანონი, რომელიც უნდა მიიღონ ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვას ეხება. მაშინ, როდესაც შვედეთის ხელისუფლების წევრი საქართველოში ახალისებდა ექსტრემიზმს და საბოტაჟს. გვახსოვს, 11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წინ შვედეთის ხელისუფლების წევრი იდგა და მიმართავდა რადიკალურ ოპოზიციას და შემდეგ სატელევიზიო ჩართვაში რადიკალებს მოუწოდებდა, პარლამენტის საბოტაჟისკენ და ექსტრემიზმისკენ, რომ გამოსულიყვნენ ქუჩაში და მაიდანი გაემეორებინათ - ანუ აქ სისხლიანი პროცესები ყოფილიყო. სადმე გსმენიათ შვედეთის საელჩოს განცხადება, რომ ის არ იზიარებს, გმობს, ემიჯნება ან სხვა აზრი აქვს? რახან არ ემიჯნება და არ გმობს ესე იგი იზიარებს. აქედან გამომდინარე, როდესაც შვედეთის საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის და საბოტაჟის წახალისების მოწოდებებს, ახლა აქ აბსოლუტურად ცინიკური განცხადებების გამოქვეყნება და საუბარი იმაზე, რომ თითქოს სხვა განზრახვები აქვთ შვედეთში - არასერიოზულია.

შვედეთში ერთ-ერთი მიმართულება არის რელიგიურ ორგანიზაციებზე თავდასხმა, რაც კიდევ ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა განზომილებაა, როდესაც სამიზნეში რელიგიური ორგანიზაციები ჰყავთ ამოღებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში შვედეთის საელჩო შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსების თაობაზე დაწყებული პროცესისა და საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს განმარტებით, შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება, აღნიშნული პროცესი კი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს