კახა კალაძე კომპანიის დაფუძნების შესახებ კითხვაზე - ეს არ არის პირველი კომპანია, რომელიც საკუთრებაში მაქვს, ეს აღნიშნულია დეკლარაციაში - როცა კანონს მიუთითებთ, კარგად წაიკითხოთ ყველაფერი და შემდეგ დასვათ შეკითხვები

ეს არის ძველი ავტომობილების რესტავრაცია და საერთაშორისო არენაზე მათი გაყვანა, რამდენად გამოგვივა, არ ვიცი - ეს არის ჩემი ჰობი, ბავშვობიდან გატაცება იყო,- ასე უპასუხა კითხვას თბილისის მერმა, კახა კალაძემ იმ კომპანიის შესახებ დასმულ კითხვას, რომელიც მან დააფუძნა.

კითხვაზე, „არის თუ არა დარღვევა „კორუფციის შესახებ კანონის“, როდესაც კალაძეს ბიზნესშიც აქვს წილი“, კალაძემ აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი კომპანია, რომელიც მის საკუთრებაშია.

„ეს არ არის პირველი კომპანია, რომელიც საკუთრებაში მაქვს. ეს აღნიშნულია დეკლარაციაში. შესაბამისად, როდესაც კანონს მიუთითებთ და კანონის ენით მესაუბრებით, ჩემი თხოვნა იქნება, კარგად წაიკითხოთ ეს ყველაფერი და შემდეგ დასვათ შეკითხვები.

რაც შეეხება აღნიშნულ კომპანიას და საქმიანობას, რაც იდეაში გვაქვს, ეს არის საპილოტე პროექტი და რამდენად გამოვა, ამას ვნახავთ. ეს არის ჩემი ჰობი, ბავშვობიდან გატაცება იყო. ამის სურვილი ყოველთვის მქონდა და ვაპირებ ახალგაზრდებთან ერთად განვახორციელო აღნიშნული პროექტი. რამდენად გამოგვივა არ ვიცი, ვნახოთ. ეს არის ძველი ავტომობილების რესტავრაცია და საერთაშორისო არენაზე მათი გაყვანა. რამდენად გამოგვივა, არ ვიცი. საკმაოდ ნიჭიერი ადამიანები იქნებიან ჩართულები და ვნახოთ, როგორ იმუშავებს“,- აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება პასუხს კითხვაზე, კომპანიის დაარსების შემდგომ ხომ არ აპირებს კალაძე დასავლეთიდან თანხების გადმოტანას, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ „ევროპულ ბანკებში თანხა არ მაქვს“.

„ჩემს თანხებს რაც შეეხება, ევროპულ ბანკებში თანხები არ მაქვს. ეს დადასტურებული ინფორმაციაა. დეკლარაციაშიც არის ასახული. რა თანხაც მქონდა ევროპულ ბანკებში, გასესხებული მქონდა კონკრეტულ კომპანიაზე, შემდეგ თანხები დამიბრუნდა, შევიძინე კრიპტოვალუტა. უცხოურ ბანკებთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. თუმცა ამას აქვს თავისი მიზეზი და ახსნა, რატომ. პარტნიორი ვინ იქნება არ ვიცი. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ვნახოთ, რა გამოვა და როგორ გამოვა. ისეთი ახალგაზრდები არიან ჩართულები, რომ ხარისხი იქნება უმაღლესი და უმაღლესი დონის ავტომობილებს შეიძლება გავუწიოთ კონკურენცია. თუმცა, ვნახოთ“,- აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, კომპანიის დაფუძნების შემდეგ, აპირებს თუ არა კალაძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, კალაძემ აღნიშნა, „აღნიშნული კომპანიის დაფუძნებასთან კავშირში არაა“.

„კომპანიის დაფუძნებასთან რა კავშირშია.. თქვენს რეალურ მდგომარეობაზე მეტყველება აღნიშნულიც. გუშინ მთელი დღე საუბრობდით ამაზე, მთავარი ნიუსი გქონდათ, რომ კახა კალაძემ დააფუძნა კომპანია. წარმოგიდგენიათ?! ეს იყო თქვენი მთავარი სიახლე, რასაც აშუქებდით. აი, რა მდგომარეობაში ხართ“,- აღნიშნა კალაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს