ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია წამოეხმარა და უთხრა, რომ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობაო - ახლა იტყვიან, ევროპამ გვითხრაო

ჩვენ ვხედავთ, რომ [ევროპარლამენტის რეზოლუციას] გავლენა ექნება გარკვეულ სუბიექტებზე - როგორც ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება უჭირთ, ამ გადაწყვეტილების მიღებაც უჭირდათ, ამიტომ, ეს რეზოლუცია წამოეხმარა და უთხრა, რომ მიიღეთ მონაწილეობაო - ახლა იტყვიან, რომ ევროპამ გვითხრაო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშს, სადაც ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივი არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია და მოუწოდებენ ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.

მისი თქმით, ოპოზიციონერები „გამართლებას ასევე იმაში მოძებნიან, რომ სამაგიეროდ იქვე ხომ ჩაწერეს, რომ ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ვცნობთო“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ [ევროპარლამენტის რეზოლუციას] გავლენა ექნება გარკვეულ სუბიექტებზე. მაგალითად, „ლელო” აქამდე რომ ნელ-ნელა აპარებდა ოპოზიციურ ფლანგს, რომ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობაო, დღეს ამ რეზოლუციამ მას პოლიტიკურ-მორალური გზა გაუხსნა არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთელი მათი რიტორიკა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და შემდგომ განვითარებული მოვლენები თავიდან ბოლომდე მცდარი და ტყუილზე დამყარებული პოლიტიკური რიტორიკა იყო. დღეს, რა თქმა უნდა, ამის შეცვლა მოუწევთ. როგორც ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება უჭირდათ, ამ გადაწყვეტილების მიღებაც უჭირდათ, ამიტომ, ეს რეზოლუცია წამოეხმარა და უთხრა, რომ მიიღეთ მონაწილეობაო. ახლა იტყვიან, რომ ევროპამ გვითხრაო. გამართლებას ასევე იმაში მოძებნიან, რომ სამაგიეროდ იქვე ხომ ჩაწერეს, რომ ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ვცნობთო. მოკლედ, ასეთი სამართლებრივ-პოლიტიკური ნონსენსის კასკადი აქვს საქართველოს გარშემო შექმნილი ევროკავშირის ამ სტრუქტურებისა თუ ბიუროკრატიის გარკვეულ ნაწილს”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება