სალომე ზურაბიშვილი - ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ცოტა გასაკვირია და გაუგებარიც კი

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ცოტა გასაკვირია და გაუგებარიც კი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.

ამასთან, როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არც ცესკო შეცვლილა, კანონი, მედია და პოლიტიკური გარემო გაუარესდა და პოლიტიკური ლიდერები კი ციხეში არიან.

„ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მათში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60 თუ 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ცოტა გასაკვირია და ჩემთვის გაუგებარიც კი. ყოველდღიურად ვხედავთ, რა ხდება სასამართლოში, რომ არანაირი ნდობა არ შეიძლება არავის ჰქონდეს სასამართლოსი და იმის, რომ ასეთი სასამართლო რომელიმე არჩევნებში რომელიმე დავას გაამართლებს რომელიმე პარტიისთვის. თუ ვინმეს ეს სჯერა, მაშინ, როგორც მინიმუმ, მიამიტობაზე უნდა ვისაუბროთ. ასევე, მედია არის აუცილებელი კომპონენტი არჩევნების ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენთან არამხოლოდ ნელ-ნელა იზღუდება ის სივრცე, რომელშიც მედიები ოპერირებენ, ყოველდღე მძიმდება სიტუაცია. შემოტანილია სარჩელი მარეგულირებელ კომისიაში, რომელიც რეალურად არის ახალი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების დიდი შეზღუდვა, რომელიც არსად მინახავს და რომელმაც შეიძლება განაპირობოს შემდეგ ეტაპზე ჯარიმები და ლიცენზიების შეჩერება.

შეკრების თავისუფლება პრაქტიკულად არ არის. ვინმემ მითხრას სად არის საჯარო სივრცეები, თბილისშიც კი ძნელი მოსაპოვებელია. რუსთაველზე თუ გაივლი, გაისეირნებ, ეს საკმაოდ ძვირადღირებული გასეირნება გამოდის.

კანონმდებლობის კუთხით, „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები არათუ რამენაირად გამოასწორებს გაყალბებას, რაც წინა არჩევნებში იყო, არამედ უფრო დამძიმდა ეს. ცესკო ისეთივეა როგორც იყო. დამკვირვებლების უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო დამკვირვებლებიც იშვიათად მოდიან. ცხადია, ადგილობრივ არჩევნებში დიასპორა არ იღებს მონაწილეობას. ამ პირობებში, ვინმეს თუ აქვს რაიმეს იმედი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით, მე ვერ ვხედავ, არ მესმის, შეიძლება რაღაც არ ვიცი. ვერ ვხედავ როგორ შეიძლება ამან გამარჯვება მოიტანოს და არ მოიტანოს იმედგაცრუება იმ საზოგადოებაში, რომელიც იბრძვის ამდენი თვეა, იმ ადამიანებში, რომლებიც არიან ციხეში. როგორ შეიძლება შეხვიდე არჩევნებში, როცა პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში. რანაირად შეიძლება ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე?!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი