Axios - დონალდ ტრამპი უკრაინის მიერ ჩატარებული ოპერაცია „ობობას ქსელით“ აღფრთოვანებულია, მაგრამ ღელავს იმის გამო, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას

დონალდ ტრამპი უკრაინის მიერ ჩატარებული ოპერაცია „ობობას ქსელით“ აღფრთოვანებულია, მაგრამ ღელავს იმის გამო, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას, - ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსულ აეროდრომებზე დრონების გამოყენებით განხორციელებული შეტევა „საკმაოდ ძლიერი“ იყო.

„საერთაშორისო პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩიუაუა გაცილებით დიდ ძაღლს რეალურ ზიანს აყენებს“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.

ამასთან, Axios-ი წერს, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ ჩატარებული ოპერაციის განხილვისას განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმას, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ პასუხი მოჰყვება.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, დონალდ ტრამპი შეშფოთებულია, რომ უკრაინის ოპერაცია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით მის დიპლომატიურ ძალისხმევას შეაფერხებს.

„ჩვენ გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ჩვენ დეესკალაცია გვსურს. პრეზიდენტი შეშფოთებულია იმის გამო, რომ შესაძლოა, პუტინმა ამას გიჟური პასუხი გასცეს“, - აღნიშნა გამოცემის წყარომ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა