სალომე სამადაშვილი - მინდა, წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში - გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება აშშ-სთან

მინდა წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, რომ მას რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა ჩვენ ქვეყანაში და გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება აშშ-სთან, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველოში აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის მიერ თანამდებობის დატოვებაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება ვაშინგტონში სავარაუდოდ, დამთხვევა MEGOBARI აქტის მიღების პროცესებს, თუ ელჩის დამტკიცების პროცესები სწრაფად წარიმართა, რაც ჩვენთვის არის შესაძლებლობა იმისა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო უპატრონოდ არის დატოვებული ვაშინგტონში და ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. როგორც დიპლომატი გავრცელებულ განცხადებაში წერს, მისი გაწვევა მთავრობა არ მოუთხოვია და თანამდებობა პირადი გადაწყვეტილებით დატოვა.

„მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად. ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“ - ნათქვამია ელჩის განცხადებაში, რომელსაც აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე