სურსათის უვნებლობის სპეციალისტი - გარევაჭრობა ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი რისკის მატარებელია - ტრიქინელოზის შემთხვევაც, ბოტულიზმის შემთხვევაც ზუსტად გარევაჭრობის ადგილებიდან მოდიოდა

გარევაჭრობა სურსათის უვნებლობის მხრივ ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი რისკის მატარებელია. ტრიქინელოზის შემთხვევაც, ბოტულიზმის შემთხვევაც ზუსტად გარევაჭრობის ადგილებიდან მოდიოდა, - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა განაცხადა.

მისივე თქმით, კვებითი მოშხამვის ფაქტები უმეტეს შემთხვევაში სწორედ ქუჩაში შეძენილი პროდუქტებიდან მომდინარეობს.

„დაახლოებით ერთ თვის წინ, 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, კერძოდ, ინსპექტირების შედეგები გამოქვეყნდა [სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ]. ინსპექტირებით დაახლოებით 2 800-მდე ბიზნესოპერატორი შემოწმდა, საიდანაც, 111 ობიექტი კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა. კრიტიკული შეუსაბამობა ისეთი დარღვევაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. დაჯარიმებულ 111 ობიექტში სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორი იყო, თითქმის ყველა დასახელების, რაც საქართველოში სურსათის სფეროში ოპერირებს. ყველაზე მეტი ხორცის რეალიზაციის ადგილები იყო. ეს არის მაღაზია, თუ აგრარული ბაზარი, სადაც ბიზნესოპერატორი რეგისტრირებულია და მისი შემოწმება ხდება. ამას შემდეგ რაოდენობის მხრივ კრიტიკული შეუსაბამოს გამო მოჰყვებოდა სწრაფი კვების ობიექტები, შემდეგ რესტორნები და ა.შ. თუ ამ მონაცემებს ნახავთ, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც იმ ადგილებშია, სადაც ხორცის რეალიზაცია ხდება. ძირითადი პრობლემა მაინც ისეთი ხორცის რეალიზაციაა, რომელიც ვეტერინარის მიერ შემოწმებული არაა, სასაკლაოს გვერდის ავლითაა დაკლული, რაც ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს. ყველაზე მეტი კონტროლი ამ მიმართულებით მიდის და ასეთი ბიზნესოპერატორები მოწმდებიან, რადგან ისეთი ხორცი, რომელმაც სასაკლაოზე შემოწმება არ გაიარა, ყველაზე დიდი რისკის მატარებელია”,- აღნიშნა სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს